"ჰერტას" ფეხბურთელებმა და პერსონალმა "კიოლნთან" (4:0) მოგების შემდეგ ნამდვილი შოკი გადაიტანეს - მათ თვითმფრინავს მეხი დაეცა.
"ჰერტა" ბერლინში 32-კაციანი თვითმფრინავით ბრუნდებოდა, რადგან საჭირო დროს რეგულარული რეისი არ იყო.
"დარტყმის ხმა გავიგეთ და კაშკაშა სხივი გაჩნდა, რომელიც ყველამ დაინახა", - ამბობს "ჰერტას" დირექტორი მიხაელ პრეტცი Onefootball-თან საუბარში.
"შემეშინდა. მიხარია, რომ მშვიდობიანად დავეშვით. არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამე", - თქვა ფეხბურთელმა ჯავაირო დილროსუნმა.
6 ტურის შემდეგ "ჰერტას" 7 ქულა აქვს და ბუნდესლიგაში მეათე ადგილზეა.