პირველი ჩინური გოლი ევროთასებზე ძალიან ლამაზი გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბარსელონას "ესპანიოლის" თავდამსხმელი ვუ ლეი გახდა პირველი ჩინელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასების შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.

ქვეყანაში, რომელშიც 1 მილიარდ 404 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 27 წლის თავდამსხმელმა საკუთარი სახელი უკვე მოიხვეჭა, როცა პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში მოახერხა გოლის გატანა. ახლა უკვე ევროპა ლიგაც მიამატა და მოსკოვში, ცსკა-სთან მოგებულ შეხვედრაში გახსნა ანგარიში.

იმის ფონზე, რომ დიდი ევროპული კლუბები ჩინეთის ბაზრის ეფექტიან ათვისებაზე მუშაობენ, "ესპანიოლის" ნაბიჯი მართლაც ძალიან ჭკვიანური აღმოჩნდა. ამ კლუბის ცნობადობა უდიდეს სახელმწიფოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი ფინანსურ მოგებასთან დაკავშირება
ესპანელებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული