"სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩი ძვირფასი საათის მისაღებად ჩააწყო" - იტალიელი აგენტი

AutoSharing Option
იტალიელმა აგენტმა ჯუზეპე პალარიამ, რომელიც გარიგებული მატჩების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, სასამართლოს განუცხადა, რომ 30 000 ფუნტის ღირებულების "როლექსის" საათისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული თამაში ჩააწყო.

პალარიამ ისიც განაცხადა, რომ ფერგიუსონი აგენტებთან ისედაც მუშაობდა, რა თქმა უნდა, ფინანსური სარგებლის მიზნით და იღებდა კიდეც თანხებს. პროკურორის განცხადებით, პალარიამ ისიც თქვა, რომ ფერგიუსონისთვის ფული ადრეც ჰქონდა გადახდილი.

აღსანიშნავია, რომ პალარიას ბრალდება სწორედ კლუბებს შორის ურთიერთობას გულისხმობდა. გენუაში დაბადებული იტალიელი ასოცირებული ტურინის "იუვენტუსთან" იყო.

სერ ალექს ფერგიუსონი
კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული. მასზე მეტი ტიტული არცერთ მწვრთნელს არ მოუგია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
30'000 ფუნტისთვის ჩააწყო ამხელა კაცმა ასეთი თამაში? გაჭედეს ჯუზეპე პროკურატურაში და ლეგენდებს მღერის.

30'000 ამ დონის მწვრთელისთვის რა ფულია?
ზაზა
15:23 18-10-2019
6
30კ ფუნტი იქნებოდა მაგ დროს 1 კვირის ხელფასი ფერგის, ჯუზეპე ბოდავს რაღაცეებს.
დათო
15:00 18-10-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული