"ვაღიარებ, ფერგიუსონს პიცის ნაჭერი ვესროლე" - სესკ ფაბრეგასი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა იტალიური "კომოს" ახალწვეულმა,  სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს გასახდელში პიცის ნაჭერი ესროლა.

2004 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალი" 2:0 დაამარცხა, ამ წაგებით კი "მეთოფეთა" 49 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. გასახდელში ერთმანეთს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი დაუპირისპირდნენ.

"ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან თამაშის საშუალება არ მომეცა, მატჩის შემდეგ გასახდელში სწრაფად შევედი, მშიერი ვიყავი და პიცის ნაჭერი ავიღე, როდესაც ჩხუბისა და კამათის ხმები გავიგონე. 17 წლის ვიყავი, "დიდ ბიჭებთან" ჩხუბი არ მსურდა, პიცის ნაჭერი უბრალოდ მოვისროლე, როგორც მოგვიანებით
გავიგე, ის სერ ალექს ფერგიუსონს მოხვდა" - განაცხადა ფაბრეგასმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
მაღალი ხარ ირაკლი უეჭველი ის ფერგიუსონია თან სერის წოდებით ის კი მართლა პიცის ნაჭერია თან ინგლისური პიცის
კაკაო
07:08 13-08-2022
1
როგორც ჩანს ვიკაცეო იმის თქმა უნდოდა მაგრამ ამის თქმაც ვერ გაბედა ბოლომდე 18 წლის შემდეგაც კი. იმიტომ რომ ის არის ფერგიუსონი და შენ პიცის ნაჭერი.
ირაკლი
00:43 13-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული