ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს ყველაზე განსხვებული მუსიკა ექნება

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოცხადდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის სიმღერას ნიდერლანდელი დიჯეი მარტინ ჯერარდ გარისტენი ანუ იგივე მარტინ გარიქსი დაწერს, რაც ნამდივად სიახლეა, რადგან აქამდე შეჯიბრთა სიმღერა დიჯეის არასდროს დაუწერია.

ახალგაზრდა მუსიკოსი, არა მხოლოდ ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს, არამედ გუნდების მოედანზე გამოსვლის დროს დასაკრავ მუსიკასა და ტრანსილაციების გასაფორმებელ ნოტებსაც დაწერს.

"საოცარი, ევრო 2020 12 ქალაქში ჩატარდება. ეს ტურნირის 60 წლისთავის აღნიშვნის საუკეთესო გზაა. მუსიკა ჩემი სტიქიაა, თუმცა ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ამიტომ, ძალიან ვამაყობ, რომ შეჯიბრის ისტორიაში უდიდესი ღონისძიების მუსიკის დაწერა
მე მომანდეს,"- ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ გვერდი 23 წლის მუსიკოსს.

DJ Magazine-ის მიხედვით, მარტინ გარიქსი ზედიზედ 3-ჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო დიჯეიდ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მომწონს ბლანტერის საფეხბურთო მარში.სამწუხაროა,რომ მიივიწყეს.
სოსო
18:20 20-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული