ნოემბრის მატჩებისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადეს და გამოძახებულთა შორის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესია.
მესიმ კოპა ამერიკაზე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას ბრალი კორუფციაში დასდო და მსაჯები და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ნოემბრამდე ნაკრებში თამაში აკრძალული აქვს.
მესის უფრო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ, მაგრამ ბოდიში მოიხადა.
"ალბისელესტე" 15 ნოემბერს ბრაზილიას შეხვდება, ხოლო 19 ნოემბერს - ურუგვაის.