მორიენტესი რონალდოსა და მესიზე: დედა უფრო გიყვართ თუ მამა?

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა იმაზე ისაუბრა, რონალდო მიაჩნია უკეთეს ფეხბურთელად თუ ლეო მესი.

- მესიმ  The Best-ის პრემია მიიღო - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ფიფასგან. თქვენი აზრით, ეს დაიმსახურა?
- ვინ იტყვის, რომ მესი პრიზს არ იმსახურებს? მაჩვენეთ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთში მეტს მიაღწია.

პრიზი რომ მას გადასცეს და არა სხვას, ეს ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების გადაწყვეტილებაა. მე მათი მესმის. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, მესიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

- წარმოვიდგინოთ: თქვენ ტოპ
-გუნდის მწვრთნელი ხართ. ვის აიყვანდით გუნდში - მესის თუ რონალდოს? მხოლოდ ერთის არჩევა შეიძლება...
- მე საპასუხო კითხვას დაგისვამთ: დედა უფრო გიყვართ თუ მამა? მძიმე არჩევანის წინაშე მაყენებთ (იცინის).

ამიტომ 19 წლის ჟოაო ფელიქსს ავიყვანდი. ის კიდევ ძალიან დიდხანს ითამაშებს უმაღლეს დონეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული