მოსკოვის "სპარტაკს" აშშ-ში არ შეუშვებენ

AutoSharing Option
"სპარტაკს" 15-18 იანვარს, აშშ-ში, ფლორიდის თასზე მონაწილეობა ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ბრაზილიის "კორინთიანსსა" და "პალმეირასს", აგრეთვე, კოლუმბიის "ატლეტიკო ნასიონალს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვიზებზე პრობლემა შეუქმნეს და ვერ გაემგზავრებიან. ამაზე კომენტარი კლუბის მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა გააკეთა.

"იმედგაცრუებულნი სულაც არა ვართ. ეს "სპარტაკთან" არანაირად არ არის დაკავშირებული - რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სისტემის ბრალია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ვითარების მძევლები ვართ", - ციტირებს ფედუნს "კომსომოლსკაია პრავდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
უწიათ ცოდვებმა.
Jano 10.
04:09 12-11-2019
1
ქვეყანა სადაც "კომსომოლსკაია პრავდა" გამოდის რა უნდა საზღვარგარეთ, მით უმეტეს ამერიკაში
grisha
11:25 12-11-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული