მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა Goal.com-თან საუბარში აღნიშნა, თუ ვინ იყო საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც მას ოდესმე უთამაშია.
"ბევრი ძალიან კარგი მცველია, თუმცა სერხიო რამოსის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია. თუმცა, ასევე აღვნიშნავ, რომ ასეთი დუელები ყოველთვის საინტერესოა", - თქვა 31 წლის ფორვარდმა.
პოლონელმა თავდამსხმელმა წლევანდელ სეზონში "ბაიერნის" ფორმით 18 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ამ ეტაპისთვის, ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიას ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ტიმო ვერნერს 5 გოლით უსწრებს.
სერხიო რამოსმა კი 2019/20 წლების
სეზონში 24 მატჩი ჩაატარა "რეალის" მაისურით და 10 გოლი გაიტანა. რამოსს 4 გოლი წელს ნაკრებში გამართულ 7 შეხვედრაშიც აქვს გატანილი.