კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფაუსტინო ასპრილიამ გაიხსენა, როგორ გადაარჩინა პარაგვაის ეროვნული გუნდის ექსმეკარე ხოსე ჩილავერტი.
კოლუმბიასა და პარაგვაის შორის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ ნარკობარონმა ხულიო ფიორემ ასპრილიას ჩილავერტის მოკვლა შესთავაზა.
"მატჩის შემდეგ ჩემთან ფიერო მოვიდა და მითხრა, თუ გინდა, ჩილავერტს მოვაკვლევინებო. ვუპასუხე, ჭკუიდან ხომ არ გადახვედი, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა, მოედანზევე რჩება-მეთქი", - აღიარა ასპრილიამ დოკუმენტურ ფილმში "დიადი ფაუსტინო".
1997 წლის 2 აპრილს კოლუმბია პარაგვაისთან 1:2 დამარცხდა, ასპრილია და ჩილავერტი კი შეხლა-შემოხლის გამო 79-ე წუთზე გააძევეს.