გაზაევი: ძლევამოსილი რუსეთის ასე დასჯას არ მოველოდი - აშშ-ს რატომ არ ამოწმებენ?!

AutoSharing Option
გოსდუმის დეპუტატმა და ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ რუსეთის  4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობის აკრძალვაზე გააკეთა კომენტარი.

"ძლევამოსილი სპორტული სახელმწიფოს მიმართ ასეთი მკაცრი და შოკისმომგვრელი განაჩენის გამოტანას არანაირად არ ველოდი! მსგავსი რამ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ეს ხომ ბოდვაა! რატომ არ ამოწმებენ სხვა ფედერაციებს - აშშ-ს, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს?! WADA-ს გადაწყვეტილება პოლიტიკურია!

ეს უზარმაზარი უსამართლობაა. სპორტსმენები 4 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ კარიერაში უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. რისთვის?! ჩვენ
გასულ ოლიმპიადაზე უკვე განვიცადეთ დამცირება, მაშინ ნეიტრალური დროშით ვიასპარეზეთ...

ახლა კი ეს შეიძლება ფეხბურთს შეეხოს. საკითხი ფიფას უახლოეს სხდომაზე განიხილება. ძალიან რთული სიტუაციაა. ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსებისათვის", - ციტირებს გაზაევს "სპორტ-ექსპრესი".

მკითხველის კომენტარები / 46 /
მიუხედავად იმისა, რომ გაზაევის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ (ბოლო ბოლო დინამოში ითამაშა 1 წელი), სუფტა კრეტინია (შეურაცყოფად არ ჩამითვალოთ და არ დამბლოკოთ). როცა წინა ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს რუსეთის ნაკრები, ჩემდა გასაკვირვად, სპორტს.რუ საიტზე, ძალიან მაგარი სტატია დაიდო. ვიღაც რუსი წერდა, რა ისტერიკაში ვართ, უარესს ვიმსახურებთო. და მოყვანილი ქონდა დასავლური ქვეყნების მაგალითები, როდესაც ადგილობრივი ანტისადოპინგო სააგენტობი საკუთარ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციას აძლევენ. მათ შორის ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს, მართლაც რომ უძლიერეს სპორტსმენებს. და ის სვამდა კითხვას. რასაც გაზაევს ვუმეორებ: დავიჯერო არასოდეს, არც ერთ სპორტსმენს, ნებით ან უნებლიეთ არ ჩაუგდია ტესტი? 1 სპორტსმენი მაინც ოდესმე თვითონ რუსების მიერ ყოფილა დისკვალიფიცირებული? ჰო და რას უნდა ველოდოთო? ახია მაგათზე. მოვა დრო და ყველაფერში მიიღებენ საკადრისს! ამინ.
alexandre
10 დეკემბერი 2019 13:23
0
ჩემი თხოვნაა მეგობრებო, რომ კომენტარები, ნებისმიერი აზრის დაფიქსირება კი ბატონო დასაშვებია, აუცილებელიც კია, და საინტერესოა აზრთა მრავალფეროვნება, მაგრამ მოდით რა, ვიყოთ შეძლებისდაგვარად ობიექტურები, მე მაგალითს მოგიყვანთ ტურინის იუვენტუსზე(მიუხედავად იმისა რომ ჩემს საყვარელ გუნდზე ვსაუბრობ). რომელმაც 15 წლის უკან, ხაზს ვუსვამ თხუთმეტი წლის უკან მოხმარებული პრეპარატებზე დაახლოებით რამდენიმე წლის უკან დაუდასტურეს, რომ იყო აკრძალული ჯგუფის პრეპარატები, თავისი ქიმიური და ჰორმონალური ჯგუფებით. ისმის კითხვა? 15 წლის მერე რატომ ასაჯაროვებენ?... ან ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე ან უბრალოდ ტექნოლოგიურად ჩამორჩება რუსეთის სპორტული მედიცინა პრეპარატებში დასავლეთს. მე მაინც მგონია რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, დარწმუნებული ვარ აშშ, ბრიტანეთი და ძმანნი მათი არანაკლებ პრეპარატებს იღებენ, მაიკლ ფელფსის შედეგებს შეხედეთ(ტიტულების დინამიკაში და დაფიქსირებულ ციფრებში) ...
გურია
09 დეკემბერი 2019 22:41
35
თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მით უკეთესი ჩვენთვის. იმპერია უნდა დაემხოს და რაც შეიძლება მალე!
გაიოზი
10 დეკემბერი 2019 12:21
0
"ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ".დასაშვებით,თუ დაუშვებელით.ეს არის ამათი მენტალიტეტი.სპორტი კი,მხოლოდ დასაშვები საშუალებებით თამაშს გულისხმობს.თანაც თაღლითობაში მხილებულს,რომ ნაკლებად ენდობი,ამას ლაპარაკი უნდა?მით უფრო,რომ ეს, სისტემატურად მეორდება
სოსო
10 დეკემბერი 2019 12:17
1
სათაური რომ სწორად დაწეროთ არა? ძლევამოსილი სპორტული სახელმწიფოო და ვითომ ინტრიგისთვის გადააკეთეთ დუ მაგ დონის უვიცები ხართ რომ სხვაობას ვერ იგებთ.
???
10 დეკემბერი 2019 00:36
16
ეს იმპერია რომ დაიშლება,ის უზარმაზარი ბირთვული არსენალი ვის ხელში აღმოჩნდება ამაზე თუ გიფიქრიათ?
ლაშას
10 დეკემბერი 2019 11:06
11
აშშ-ს ხელში გადავა :) ფულით იყიდიან ყველა გენერალს, მთავარია დაიშალოს :)

თანაც ბირთვული არსენალის მნიშვნელობა მუდმივად მცირდება:
1. ნებისმიერ ბირთვულიარაღს აქვს ვადის გასვლის დრო, რის შემდეგაც ის არ იმუშავებს (ფიზიკას გაეცანით)

2. თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების განვითარება მუდმივად ამცირებს მათი გამოყენების ეფექტურობას,

3. რუსეთი რომ დაიშლება ისევე გაურგდებიან, როგორც უკრაინას და ბელორუსს, იარაღი ცააბარეთ და ფულს მოგცემთო/

მოეშვით პანიკიორობას და მეხუთე კოლონობას !
გიორგი
10 დეკემბერი 2019 13:47
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული