"მე ძალიან მახარებს მესის წარმატებები, ის ხომ ჩემი მეგობარია და თან, "ბარსელონას" წარმოადგენს. მე არ მიყვარს შედარებები, რადგან ძალიან ძნელია იმის დამტკიცება, თუ რომელი ფეხბურთელი იყო საუკეთესო ამ სპორტის ისტორიაში.
არიან დიეგო მარადონა, პელე, რონალდო... მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ლეო თავისი დროის საუკეთესო მოთამაშე არის", - თქვა ბრაზილიელმა, რომელმაც მესისთან ერთად "ბარსაში" 4 სეზონი გაატარა.