ჩინეთის უმაღლესი ლიგის გუნდ "შანდუნ ლუენის" ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ გამორიცხა მისი "ტოტენჰემ ჰოთსპურში" სავარაუდო ტრანსფერი.
"ჟოზე ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი "მანჩესტერ იუნაიტედში". ჩვენ ხშირად ვცვლით შეტყობინებებს და დროდადრო ვურეკავთ ხოლმე ერთმანეთს.
მან ახლა "სპურსი" ჩაიბარა და მისი საქმეები კარგად მიდის. ჟოზეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, თუმცა მე ჩინეთშიც კარგად ვგრძნობ თავს", - თქვა 32 წლის ნახევარმცველმა.