უკრაინა ზოზულიას სოლიდარობას უცხადებს - ეს რუსული პროპაგანდის თანაჟღერადია

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის მატჩი "რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" შორის იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა ფანები სტუმართა გუნდის უკრაინელ თავდამსხმელ რომან ზოზულიას "დედამ.....ლ ნაცისტს" უწოდებდნენ. ზოზულია თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და ხშირად ეხმარებოდა რუსეთის ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინის არმიას.

ზოზულიას მხრდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოუცხადა.

"რომან ზოზულია, შენ მხარს არა მარტო შენი გუნდი, არამედ მთელი უკრაინა გიჭერს!

შენ არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ეხმარება ჩვენს სამხედროებს. ჩვენ შენთან ვართ! ხელს გართმევ", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ზოზულიას სამარცხვინო შეურაცხყოფა და მომხდარ ფაქტს "რუსული პროპაგანდის თანაჟღერადი" უწოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ასევე მედროვე პათეტიკი ურა პატრიოტი ქართველი ლიბერსატები გოლოცავ რომან რა მახინჯი იდეოლოგიის წარმოსახვის გამომჟღავნება სჩანს თუნდაც ერთ ვითომ უბრალო სპორტული საიტის სტატიის შინაარსშიც კი "ვითომ" არაპოლიზებურ მაგრამ სიღრმისეულად პათეტიკური პოლიტიკურ პირდაპირი სტატიაა ესეთი სტატია გაუნათლებელი ორღობის მასაზეც არ მუშაობს ავტორო დამერწმუნე და შენც ვერ მიიკერებ პატრიოტული მედროშის სახელს ასეთი წერილებით პირიქით განათლებული ადამიანი პოლიტიზებურ კალმოსანად მიგიჩნევთ და საკმაოდ მართებულადაც
Turkyan Gambit
08:49 17-12-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული