17 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის ნახევარფინალში "ფლამენგომ" "ალ ჰილალი" 3:1 დაამარცხა.
ყველასდა მოულოდნელად, ლიბერტადორესის თასის მფლობელმა პირველი ტაიმი წააგო. ბრაზილიელებმა უღიმღამოდ დაიწყეს თამაში და მე-18 წუთზე ალ-დავსარიმ ანგარიში გახსნა.
თუმცა შესვენების შემდეგ "ფლამ" დაჯაბნა მეტოქე, სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.
18 ნოემბერს, ტურნირის მეორე ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპული" და "მონტერეი" შეხვდებიან.