ცნობილი სერბი ფეხბურთელი დეიან სტანკოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა და "ცრვენა ზვეზდას" მთავარი მწვრთნელი გახდა.
ბელგრადული გუნდი ახალ დამრიგებელს დღეს ოფიციალურად წარადგენს. აღსანიშნავია, რომ სტანკოვიჩმა ფეხბურთის თამაში 1995 წელს სწორედ "ცრვენა ზვეზდაში" დაიწყო და ამ გუნდის კაპიტანი გახლდათ.
აქვე გეტყვით, რომ სტანკოვიჩისთვის ეს პირველი დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა იქნება. ის 2014/15 წლების სეზონში "უდინეზეს" მენეჯერის, ანდრია სტრამაჩონის ასისტენტი გახლდათ, თუმცა ამ დუეტს დიდი ვერაფერი წარმატება ჰქონდა.
სტანკოვიჩმა გულშემატკივარს თავი რომის "ლაციოსა" და მილანის "ინტერში" კარგი თამაშით დაამახსოვრა.