"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა, კოტ-დივუარელმა იაია ტურემ, რომელიც ამჟამად "ცინდაოს" ღირსებას იცავს, რასიზმზე საუბრისას მეტად უხეში კომენტარი გააკეთა.
"მე ფიფას ვესაუბრე რასიზმის საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ საკითხში წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება, ეს დიდ დროს წაიღებს.
ფეხბურთის გულშემატკივრები, ხალხი, ახლა უფრო იდიოტია, ვიდრე ადრე იყო.
რა თქმა უნდა, ეს შოკისმომგვრელია, რადგან ახლა 2019 წელი გახლავთ. 2020-ში, 2025-ში ფეხბურთში ჩვენი შვილები გამოჩნდებიან. რას გავაკეთებთ მერე? ეს არ შეიძლება გაგრძელდეს", - ციტირებს ტურეს BBC.