ჩიჩარიტოს კარიერის აშშ-ში გაგრძელება სურს

AutoSharing Option
მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) კარიერის აშშ-ში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

"მომავალზე გამუდმებით ვფიქრობ და საუკეთესო ვარიანტი მინდა შევარჩიო. MLS? შესანიშნავი ლიგაა, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის კარგი არჩევანი იქნება. თუმცა, სხვა ვარიანტებიც მაქვს", - გაუმხილა მექსიკელმა "მარკას".

ამ სეზონში 31 წლის ჩიჩარიტომ "სევილიაში" 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ნაკრებში კი 109 შეხვედრაში 52-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული