"შარში არასდროს ვეხვეოდი, ვიცოდი, როდის უნდა მიმეცა თავისთვის გართობის უფლება. თუ დასვენების დრო გვქონდა, წინა ღამით გართობა შეგვეძლო. განსაკუთრებულ დღეებში შეზღუდვა არ გვქონდა.
ახალ წელს შეგეძლო ვარჯიშზე მთვრალი მისულიყავი და მწვრთნელი არაფერს გეტყოდა. სერ ალექსმა იცოდა ფეხბურთელებთან მოპყრობა. ის ამბობდა, რომ ახალი წელი განსაკუთრებული დღე იყო და მოთამაშეებს მოთხოვნებს ვერ წაუყენებდა", - აღნიშნა ნანიმ.