დანი ოლმო: თუ ხორვატიაში დავრჩი, ევრო 2020-ზე მონაწილეობა რთული იქნება

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველმა დანი ოლმომ მისი სამსახურით "ბარსელონას" დაინტერესებაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ "ბარსელონა" ჩემ დაბრუნებაზე ფიქრობს. ჩემი მიზანი ევროპირველობაზე მონაწილეობაა. ეს რთული იქნება, თუ კიდევ 6 თვე ხორვატიის ჩემპიონატზე ვითამაშე.

მინდა წინ გადავდგა ნაბიჯი; არა მარტო ევრო 2020-ზე ვითამაშო, არამედ პროგრესირება განვაგრძო. კარიერაში წინ უნდა გადავდგა ნაბიჯი. ლა მასიაში 6 წელი გავატარე. იქ მე ცხოვრებისეული ფასეულობები მასწავლეს", - განაცხადა ოლმომ L’Esportiu-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული