სტივენ ჯერარდი შოტლანდიის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად აღიარეს

AutoSharing Option
"რეინჯერსის" თავკაცი სტივენ ჯერარდი შოტლანდიის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად აღიარეს, - იტყობინება Sky Sports-ი.

ინგლისელის მეთაურობით, "რეინჯერსმა" დეკემბერში 5 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. 29 დეკემბერს "რეინჯერსმა" "სელტიკი" 2:1 დაამარცხა.

ჯერარდი "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი 2018 წელს გახდა. ეს მისი პირველი კლუბია სამწვრთნელო კარიერაში. ფეხბურთელობის დროს კი "ლივერპულსა" და "ლოს ანჟელეს გელაქსიში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული