კრიშტიანო რონალდო და ლუიშ ფიგუ ბრაიანტის სიკვდილს ერთი და იგივე ტექსტით გამოეხმაურნენ [PHOTO]

AutoSharing Option
პორტუგალიური ფეხბურთის ორი ლეგენდა - კრიშტიანო რონალდო და ლუიშ ფიგუ კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ერთი და იგივე ტექსტით გამოეხმაურნენ.

"შემზარავი იყო კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილი ჯიანას დაღუპვის ამბის გაგება. კობი ნამდვილი ლეგენდა და ძალიან ბევრის შთაგონების წყარო იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს, ასევე - ყველა იმ ადამიანის ოჯახს, ვინც ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. მშვიდობით განისვენე, ლეგენდა!" - დაწერა კრიშტიანომ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ზუსტად იგივე პოსტი კი, 1 საათის მოგვიანებით, ლუიშ ფიგუმ გამოაქვეყნა და მხოლოდ ფოტო შეცვალა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
დააკოპირა
ტოტტი
28 იანვარი 2020 13:53
0
ხო ეტყობოდა ტექსტს, აბა ფეხბურთელი ამდენს ვერ დაწერს. აი მესის კი - თავისი დაწერილი იყო, ორი სიტყვით, მაგრამ ასე უფრო გულწრფელობა ჩანს...
ზურა
29 იანვარი 2020 19:25
2
ამ ლუიშ ფიგუს ვერ ვიტან//// რაღაც ცუდი ტიპია.
liova
29 იანვარი 2020 10:08
2
ფიგუს ევასები მაგრა ლივაჯან)
mesi333
01 თებერვალი 2020 04:29
0
ერთი პრეს მდივანი და ადმინი ყავთ ორივეს.
ქომაგი
28 იანვარი 2020 19:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული