ცნობილი გახდა 9-ვე ადამიანის ვინაობა, რომლებიც ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

AutoSharing Option
უცხოური მედია კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 9-ვე ადამიანის ვინაობას აქვეყნებს.

Heavy.com-ის ცნობით, ესენი არიან: "ლეიკერსის" ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯანა ბრაიანტი, მისი თანაგუნდელი ალისა ალტობელი მამასთან, ბეისბოლის მწვრთნელ ჯონ ალტობელისთან და დედასთან, კერი ალტობელისთან ერთად, გუნდის მწვრთნელები კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი ქალიშვილთან, პეიტონ ჩესტერთან ერთად და ვერტმფრენის პილოტი არა ზობაიანი.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერტმფრენის პილოტი არა ზობაიანი?!......

ღმერთმა ნათელში ამყოფოთ...
buba
16:51 27-01-2020
0

სიახლეები პოპულარული