ESPN: "მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესის ხელში ჩაგდების გეგმას აწყობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ყურადღებით ადევნებს თვალს ლიონელ მესის კონფლიქტს "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან და ამის პარალელურად, "ქალაქელები" არგენტინელის ხელში ჩასაგდებად გეგმებსაც აწყობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, არგენტინელი თავისუფალი აგენტი, შესაძლოა, ამ ზაფხულსაც გახდეს.

თუ მესი "ბარსას" დატოვებს, მისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ "სიტი" იქნება, რადგან არგენტინელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ინგლისური კლუბის სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინთსა და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან.

წყაროს მიხედვით, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გუნდი იმ მცირეთაგანია, რომელსაც
შეუძლია მესის წლიური ხელფასის სახით 50 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.

altაბიდალის ინტერვიუს მესის მწვავე რეაქცია მოჰყვა

altვალვერდე საურესმა, მესიმ და პიკემ დაჩაგრეს? რა განუკითხაობა ხდებოდა გუნდში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ე ბიჭო წაიყვანეთ , მერე მართლა მაგარი იქნება სიტი.
ანდრო
11:35 07-02-2020
2
რა სიტი ხომარ უბერავ!
gabo
14:13 07-02-2020
2

სიახლეები პოპულარული