ესპანური "ხეტაფეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ევროპა ლიგის 1/6-ფინალიდან ამსტერდამის "აიაქსის" გამოთიშვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ძალიან ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა ამ კვირაში. ისინი სიძულვილის ენით გვესაუბრებოდნენ, დაგვცინოდნენ, ცუდ რამეებს ამბობდნენ ჩვენზე.
თუმცა ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში საკუთარ თავს ძალიან ბევრი რამ დავუმტკიცეთ. 3-ჯერ მოვარტყით ბურთი ძელს და 1 გოლიც გავიტანეთ. თუ ეს "ხეტაფე" დაცვითი გუნდია, მაშინ მე არ მცოდნია, თუ რა არის ფეხბურთი.
გამარჯვებიდან 1 საათის შემდეგ შევიგრძენით, რამდენად ისტორიული გამარჯვება იყო ეს. ჩვენი კლუბისათვის ეს დიდი მიღწევა გახლავთ.
საოცრად ბედნიერი ვარ", - განაცხადა ბარდალასმა.
"ხეტაფემ" პირველ შეხვედრაში "აიაქსი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:0 დაამარცხა, გასვლაზე კი მადრიდული კლუბი ანგარიშით 1:2 დამარცხდა, თუმცა ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად ეს შედეგი საკმარისი იყო.