პარაგვაის პროკურორი რონალდინიოს დაკავებას გეგმავს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, რონალდინიოს პარაგვაიში დაჭერა ემუქრება. 

პარაგვაის პროკურორმა ორდერი ბრაზილიელზე გამოწერა, რომელიც ქვეყანაში ყალბი საბუთებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ იმ სასტუმროს ნომრის ჩხრეკა განახორციელა, სადაც ფეხბურთელი თავის ძმასთან იმყოფება. ამჟამად ორივე მათგანი სასტუმროში სამართალდამცველების კონტროლის ქვეშაა. 

რონალდინიო პარაგვაიში ბავშვების ჯანდაცვის უფასო პროგრამის წარსადგენად ჩავიდა. 

შეგახსენებთ, ადრე რონალდინიოს ბრაზილიაში 52 უძრავი ქონების ობიექტი დაებლოკა, რადგან მას პროკურატურა ჯარიმის გადახდას ავალდებულებს. ბრაზილიელი ვალდებულია 2.5 მილიონი ევრო გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო გადაიხადოს. პორტუ-ალეგრიში უძრავი ქონების აშენების დროს მან
დადგენილი სტანდარტები დაარღვია.   

altრონალდინიო "არსენალის" თავდამსხმელზე: ის ახალგაზრდა რონალდოს მაგონებს

altის სრულ თავისუფლებას მაძლევდა - რონალდინიომ კარიერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი რა ააშენა,რომ მშიერად დარჩენას უპირებენ?
სოსო
13:50 05-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული