ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
ბრაზილია ფეხბურთის ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. ქვეყნის კულტურა, რელიგია, იდეა და მისწრაფება, გადატანით მნიშვნელობით, ფეხბურთია. რამდენიმე ათეული წელია ბრაზილიელი ფეხბურთელები თავიანთი ოსტატობით, ცრუ მოძრაობებითა და ბურთის ფლობის ტექნიკით სამყაროს აოცებენ. თითქმის უკლებლივ თითოეული მათგანი უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ნიჭი და შრომა ერთმანეთს შეუთავსონ და ფეხბურთის ისეთ ხატებად იქცნენ, როგორიცაა პელე, რონალდო, რივალდო და რომარიო. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ 5 ფეხბურთელზე, რომელთა ნიჭი შესაძლოა უსაზღვრო იყო, თუმცა შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი ტალანტის უკუპროპორციული აღმოჩნდა: ტოპ 5 ბრაზილიელი იმედგაცრუება.

5. რობინიო

Sportall.Ge
როცა რობიონიმ პირველად დაიწყო "სანტოსის" მაისურით სისტემატიური თამაში, ჯერ კიდევ მაშინ, ბრაზილიელმა გულშემატკივარმა ის ახალ პელედ შერაცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს იდეა მოეწონა და დაიჯერა, რომ უკვე პატარა ასაკში ის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იყო. 

სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, როცა რობინიო მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. არადა, პირველ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

მეორე სეზონიდან კი ეტაპობრივი დაღმასვლა დაეწყო. ის თავის ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა, რომ წარმატებული ფეხბურთის საიდუმლო მომაჯადოებელ დრიბლინგსა და ცრუმოძრაობებში იყო. 

თუმცა ეს გულგრილი დამოკიდებულება ყველგან ხელს უშლიდა, სადაც არ უნდა ეთამაშა. მოგვიანებით, რობინიოსგან ის დარჩა, რაც ახალგაზრდობის დროს იყო - იმედები და დიდი ტალანტის ჩანასახი. საბოლოოდ, მან ნამდვილად ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რასაც მასზე ამყარებდნენ. 

4. ალეშანდრე პატო

Sportall.Ge
ალეშანდრო, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, იმდენად პროდუქტიული იყო, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

ბრაზილელმა გულშემატკივარმა ის ლეგენდარულ რონალდოს შეადარა. 2007 წელს ის იტალიურმა "მილანმა" შეიძინა. მაშინ "მილანელები" ფიქრობდნენ, რომ პატოს სახით მათ მომავალი კაკა ჰყავდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ პატომ თავდაპირველად ეფექტურად დაიწყო თამაში, მან ვერასდროს მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ელოდა. 

შემდეგ ალეშანდრომ განვითარებას, ეგზოტიკურ ქვეყნებში მაღალ ხელფასზე თამაში ამჯობინა, რითაც ყველა იმედი დაასამარა. 

3. ადრიანო

Sportall.Ge
ადრიანოს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. როცა ის "ინტერში" გადავიდა, ყველა უნარი გააჩნდა, რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელი დამდგარიყო. თუმცა "ინტერში" გადასვლიდან მალევე, ადრიანოს მამა გარდაიცვალა, ამ შემთხვევამ კი მისი ცხოვრება 360 გრადუსით უკუღმა დაატრიალა. მას შემდეგ ნეგატივის ჭაობში დაიწყო ჩაძირვა, რომლიდანაც დღესაც კი ვერ გათავისუფლდა. 

თუმცა მისი გამტყუნება სწორი არ იქნება. არავინ იცის მსგავს ტრაგედიაზე ვის როგორი რეაქცია ექნებოდა. 

2. რონალდინიო

Sportall.Ge
ის რომ რონალდინიო ყველადროის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია არავინ დაობს. მისი მიღწევები ამ იდეას სერიოზულად ამყარებს. თუმცა რონალდინიოს შეეძლო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ მან მარტივი გზა აირჩია. 

2005 წელს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მან პრაქტიკულად შეწყვიტა განვითარება. რონალდინიოს აღარ ადარდებდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფხბურთელი ყოფილიყო. მილიონობით ადამიანი ელოდა, რომ ერთ დღეს ის ძველებურად ათამაშდებოდა და მოტივაცია დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს დღე აღასდროს დადგა. 

1.

Sportall.Ge

მორიგი მაგალითი ბრაზილიელი უნიჭიერესი ფეხბურთელის, რომლის კარიერა არ შეესაბამება მოლოდინსა და მის საფეხბურთო უნარებს. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია საკუთარი კარიერის რეაბილიტაცია, თუმცა საკმაოდ ხშირად ის არასწორ არჩევანს აკეთებს.

უკანაკსნელი ორი წელი მოწმობს იმას, რომ ნეიმარიც ნაცვლად ნიჭის განვითარებისა, ყურადღებას მაღალ შემოსავალს და არც თუ დიდი პერსპექტივის გუნდს ანიჭებს უპირატესობას. ეს ისტორია ბევრი ბრაზილიელისთვის ნაცნობია...
მკითხველის კომენტარები / 34 /
აქ რონალდინიო რაპონტში შეიყვანეთ ტიპმა რაც ითამაშა ხო ითამაშა???? და დალშე აღარ უნდოდა თამაშიი... რონალდინიომ აიღო და მოიგო მსოფლიო ოლიმპიადა ლიგა სუპერთასი საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთი ბუცი და ასე შემდეგ 4 წელიწადში ყველაფერი მოიგო და დარჩა უმოტივაციოდ.... ასე რომ ავტორ შეცდომაში შეგყავს საზოგადოება...აი ნეიმარი,ადრიანო,პატო და დალშე სილ სხვა საკითხია...და ის რომ ჯადოქარმა მოტივაცია დაკარგა სულ სხვა საკითხია უბრალოდ კონკურენტიც კი არ ყავდა...
შავი კაცი
12:45 05-12-2022
1
ამხ.ა.კ!ნამდვილი გენიოსი ხარ.ეხლა ჩომოთვალე ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ ვერ გაამართლა.
დ.დ.
02:15 08-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული