ჩვენს მეტოქე სომხეთის ნაკრებს ხოაკინ კაპაროსი გაწვრთნის

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 64 წლის ხოაკინ კაპაროსი სომხეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.

კაპაროსმა "სევილიას" განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2021 წლის 30 ნოემბრამდე გააფორმა კონტრაქტი, - იტყობინება sport.news.am/arm-ი.

"სევილია ჩემი სახლია, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობა ჩემი ცხოვრებაა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ხინეს მელენდესისგან ძალიან საინტერესო წინადადება მივიღე და მუშაობას სიხარულით გავაგრძელებ. კლუბის ხელმძღვანელობა ჩემს წინადადებას გაგებით მოეკიდა. არანაირი წინააღმდეგობა არ შემიქმნეს და წარმატებები მისურვეს", - განაცხადა კაპაროსმა.

კაპაროსი
ადრე "რეკრეატივოს", "ვილიარეალს", "სევილიას", "ბილბაოს", "მალიორკას", "ლევანტეს", "გრანადას", "ოსასუნას", შვეიცარიის "ქსამაქსსა" და ყატარის "ალ ახლის" წვრთნიდა.

მან გასულ წელს თქვა, რომ ლეიკემიითაა დაავადებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს მე მგონი გასპარიანია და გვარი აქვს გადაკეთებული :)))
:)))))
11:59 11-03-2020
3
საშვალო? ქართული ისწავლე და მერე წერე საჯაროდ,ჯიგარო...
სტატუს ქუო
09:22 11-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული