სტივენ ჯერარდი: კორონავირუსის გამო მატჩების გაუქმება და გადატანა სამარცხვინოა

AutoSharing Option
"რეინჯერსის" მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა კორონავირუსის გამო მატჩების გაუქმებასა და გადატანაზე გააკეთა კომენტარი.

"თუ ეროვნული ჩემპიონატები და ევროტურნირები არ დასრულდება, ეს მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის სამარცხვინო იქნება. ტურნირების მონაწილეებმა თავიანთი წარმატებების აღნიშვნა დაიმსახურეს.

არ მინდა ჩემპიონატების ახლა დასრულება. თუ შეხვედრების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას მოგვთხოვენ, ამას გავაკეთებთ", - ციტირებს ჯერარდს Sky Sports-ი.

"რეინჯერსი" 12 მარტს ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბაიერს" უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი გერმანიაში მაყურებელთა გარეშე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორი ლივერპულელი ჯაგაც იყო ყოველთვის, ისეთად დარჩენილა.
გიორგი
07:57 12-03-2020
11
ჯერარდმა ქართულად უკვე წაიკითხა მისადმი პირველ პირში დაწერილი კომენტარი და უახლოეს პერიოდში პასუხს დაწერს.
მიტროფანე
23:16 11-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული