სტივენ ჯერარდი: კორონავირუსის გამო მატჩების გაუქმება და გადატანა სამარცხვინოა

AutoSharing Option
"რეინჯერსის" მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა კორონავირუსის გამო მატჩების გაუქმებასა და გადატანაზე გააკეთა კომენტარი.

"თუ ეროვნული ჩემპიონატები და ევროტურნირები არ დასრულდება, ეს მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის სამარცხვინო იქნება. ტურნირების მონაწილეებმა თავიანთი წარმატებების აღნიშვნა დაიმსახურეს.

არ მინდა ჩემპიონატების ახლა დასრულება. თუ შეხვედრების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას მოგვთხოვენ, ამას გავაკეთებთ", - ციტირებს ჯერარდს Sky Sports-ი.

"რეინჯერსი" 12 მარტს ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბაიერს" უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი გერმანიაში მაყურებელთა გარეშე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერარდმა ქართულად უკვე წაიკითხა მისადმი პირველ პირში დაწერილი კომენტარი და უახლოეს პერიოდში პასუხს დაწერს.
მიტროფანე
23:16 11-03-2020
0
მოიცა სტივენ რა შენი ჭირიმე შენ ლივერპულის ამბავი გაგჭირვებია რა.მოითმინეთ ცოტახანი გაიჭირვეთ თქვე კაი ხალხო გადავიტანოთ და მერე გავავსოთ სტადიონები ვერ ხედაავ რა ამბებია?
აბგდ
23:01 11-03-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული