"დინამოს" ფორვარდი: ამ სიტუაციის შექმნის მიზანი ხალხში შიშის დათესვაა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ესპანელმა თავდამსხმელმა ფრანკო სოლმა კორონავირუსის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

"ამ ვირუსის არასდროს შემშინებია. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ეს სიტუაცია ვიღაცების ინტერესებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ. რეალურად კი არაფრის უნდა გვეშინოდეს.

ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები მეორე საკითხია. თუ კორონავირუსი დღეში 50 ადამიანს კლავს, სხვა დაავადებებით კი იმავე პერიოდში 2 თუ 6 ათასი ადამიანი იხოცება, უცნაურია, რატომ იღებენ ისეთ ზომებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც ადრე არ გაუკეთებიათ.

თუ კარგად დავფიქრდებით, ყველაფერი ისე ჩანს, რომ
ხალხში შიშის დათესვა სურთ. არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც მომაკვდინებელი ვირუსია, რომლისაც ასეთ დონეზე უნდა გვეშინოდეს. ეს ყველაფერი კი, მე ცოტათი მაწუხებს. მთელი სიტუაცია ძალიან საეჭვოდ გამოიყურება", - განაცხადა ფორვარდმა.

მომზადებულია football.ua-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 5 /
იტალიაში დღეში 400 კაცი კვდება ამ ვირუსით,საავადმყოფოები გადავსებულია ინფიცირებულებით და ხალხი სახლებში იხოცება როცა აღარააქვთ რესურსი,სხვა რომელი დაავადებით კვდებოდა ამ ქვეყანაში 400 კაცი,ეს ქვეყანა ფაქტობრივად განადგურდა,სხვა ქვეყნებსაც იგივე ემუქრება,ეს ერთუჯრედიანი ფეხბურთელი და კიდე სხვები იძახით საშიში არარიო
ზაალი
17 მარტი 2020 16:02
20
მართალს ამბობს...
buba
17 მარტი 2020 14:24
20
aba shen ega tkvi :)))))
Bubara
18 მარტი 2020 04:36
0
იტალიელებსაც ეგრე ეგონათ.
nika
17 მარტი 2020 14:18
7
და მართალი გგონია ის რაც იტალიაში ხდება? ეს ზუსტად ვიღაცის ხუშტურებია, რომელიც ფიქრობს მე ხელში მიკავია ჯოხი მასების დასაშინებლადო... აფრიკაში რატომ არაა გავრცელებული? დარწმუნებული ვარ ის ქვეყნებიც კარანტინში არიან სადაც საერთოდ არ იციან ვირუსის შესახებ, ხალხის მტერი ატუმურ ბომბზე უარესი პანიკაა და ამ პანიკით თამაშობს ვიღაცა და ის ვიღაცა ვინცაა თქვენ გადაწყვიტეთ
xx
17 მარტი 2020 15:12
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული