"დინამოს" ფორვარდი: ამ სიტუაციის შექმნის მიზანი ხალხში შიშის დათესვაა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ესპანელმა თავდამსხმელმა ფრანკო სოლმა კორონავირუსის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

"ამ ვირუსის არასდროს შემშინებია. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ეს სიტუაცია ვიღაცების ინტერესებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ. რეალურად კი არაფრის უნდა გვეშინოდეს.

ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები მეორე საკითხია. თუ კორონავირუსი დღეში 50 ადამიანს კლავს, სხვა დაავადებებით კი იმავე პერიოდში 2 თუ 6 ათასი ადამიანი იხოცება, უცნაურია, რატომ იღებენ ისეთ ზომებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც ადრე არ გაუკეთებიათ.

თუ კარგად დავფიქრდებით, ყველაფერი ისე ჩანს, რომ
ხალხში შიშის დათესვა სურთ. არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც მომაკვდინებელი ვირუსია, რომლისაც ასეთ დონეზე უნდა გვეშინოდეს. ეს ყველაფერი კი, მე ცოტათი მაწუხებს. მთელი სიტუაცია ძალიან საეჭვოდ გამოიყურება", - განაცხადა ფორვარდმა.

მომზადებულია football.ua-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალს ამბობს...
buba
14:24 17-03-2020
20
იტალიელებსაც ეგრე ეგონათ.
nika
14:18 17-03-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული