დიდი კონფერენციის წინ უეფას პოზიცია ცნობილია - ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს

AutoSharing Option
როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, უეფას სურვილია, ყველა ევროპული ჩემპიონატი 30 ივნისს დასრულდეს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროპის ყველა ლიგა ერთდროულად უნდა განახლდეს კორონავირუსისაგან გამოწვეული პაუზის შემდეგ.

ამასთანავე, გაერთიანებაში გეგმავენ, რომ ევროპა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ბოლომდე ჩაატარონ და არამც და არამც არ აპირებენ სეზონის შუაში გაწყვეტას.

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები უეფას ამ შეთავაზებას ხვალ, 18 მარტს განიხილავენ. უეფაში კი დღეს, 17 მარტს, ევროპის ჩემპიონატის 2021 წელს გადატანის საკითხზე იმსჯელებენ.

- ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს" />AS: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!

altდღეს საქართველოს ნაკრების საკითხი გაირკვევა - თურქეთს ევრო 2020-ის მასპინძლობა, კლუბებს ტურნირის გადატანა, უეფას 275 მილიონი უნდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული