Globo-ს ინფორმაციით, 2020 წელს კოლუმბიასა და არგენტინაში გასამართი კოპა ამერიკა 1 წლით გადაიდო, რისი მიზეზიც, ბუნებრივია, კორონავირუსი გახდა.
აღნიშნული ტურნირი 12 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპირველობის მსგავსად, ის მომავალ წელს გაიმართება.
მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება ყოველ 4 წელში ერთხელ ტარდება, თუმცა მომდევნო გათამაშება არა 4 წლის, არამედ 3 წლის შემდეგ, 2024 წელს ჩატარდება.