ჰონდამ "ბოტაფოგოს" მაისურით გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ "ბოტაფოგოს" რიგებში სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

საქმე იმაშია, რომ ჰონდა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს 5 სხვადასხვა კონტინენტზე მოახერხა გოლის გატანა. "ბანგუს" კარში გატანილი გოლი იაპონელისთვის სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე პირველი გამოდგა, აქამდე კი ნახევარმცველს ევროპაში, აზიაში, ჩრდ. ამერიკასა და ავსტრალიაში ჰქონდა მეტოქეთა კარი დალაშქრული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰონდას გოლი მე-6 კონტინენტზე - აფრიკაშიც აქვს გატანილი, თუმცა იქ ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდა და სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართულ მსოფლიო თასზე
თავი ორჯერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპა და აზია ცალ-ცალკე კონტინენტები არ არის, კონტინენტს ჰქვია ევრაზია!
გეოგრაფი
14:50 18-03-2020
9

სიახლეები პოპულარული