მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტმა და "ლუკოილის" თანამფლობელმა ლეონიდ ფედუნმა ნავთობზე ფასის კლების გამო რუბლის კურსის ვარდნაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც რუსულ ფეხბურთზეც აისახება.
18 მარტს, უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში პირველად, ბარელ ნავთობზე ფასი 25 დოლარზე დაბლა დაეცა, ხოლო დოლარის კურსი, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიხედვით, 80.15 რუბლია. ფედუნმა ამას კატასტროფა უწოდა.
"დიახ, ახლა კორონავირუსმა ეკონომიკას დაარტყა. მოსახლეობა ფასების ზრდით არ ზარალდება, თუმცა მისი ვარდნისგანაც ვერაფერს იღებს. რუბლის კურსი კი, სამწუხაროდ, ვარდნას გააგრძელებს. არავითარი მკაფიო მიზეზი მისი ვარდნის შეჩერებისა არ არსებობს. ამიტომ, რუსეთში რეალური
შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ფედუნმა უეფას ფინანსური ფეარ-პლეის გაუქმება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.