უეფამ ერთა ლიგის ფინალური სტადია გადაიტანა

AutoSharing Option
უეფამ 2021 წელს დაგეგმილი ერთა ლიგის ფინალური ეტაპი, ახალგაზრდული და ქალთა ევროპირველობები გადაიტანა.

"ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩები მარტის ნაცვლად ამავე წლის ივნისში საერთაშორისო შეხედრების ფანჯრისას ჩატარდება. თარიღი შეიძლება სიტუაციის მიხედვით შეიცვალოს. საკვალიფიკაციო ეტაპის 2021 წლის ივნისში დანიშნული მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გადატანილ იქნება.

უეფას ერთა ლიგის ფინალური ეტაპი, ახალგაზრდული და ქალთა ევროპირველობა, რომლებიც 2021 წლის ივნისსა და ივლისში უნდა გამართულიყო, ასევე გადატანილ იქნება. კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს ყველა გადატანილ ტურნირებზე გაუშვებენ", - იტყობინება უეფას საიტი.

უეფამ კორონავირუსის გამო ევრო 2020
გადაიტანა და 2021 წლის ივლისში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირი სახელწოდებას არ შეიცვლის და ევრო 2020-ად იწოდება.

მოკლედ, ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირმა დაადასტურა, რომ თუ არაფერი არ შეიცვალა, ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ივნისში ჩატარდება - სავარაუდოდ 2 ივნისს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული