ბელარუსის ნაკრების, ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ გლებმა The Sun-თან საუბარში ბელარუსის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
"ახლა მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს. ყველა, ვისაც ფეხბურთის ნახვა უნდა, ტელევიზორთან უნდა მივიდეს და ჩვენ მოგვადევნოს თვალი.
როცა ნაციონალური ჰოკეის ლიგა (აშშ) გაჩერდა, ბევრი სათამაშოდ რუსეთში წამოვიდა. იქნებ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდოც ბელარუსში წამოვიდნენ სათამაშოდ?
ვინ იცის. თუმცა ბელარუსი ახლა ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთს თამაშობენ. სულ მცირე, ადამიანები ბედნიერები იქნებიან", - განაცხადა გლებმა.
მესი ჩამოვიყვანოთო. საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ იციან ნეტა?