რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ბელარუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო გააკრიტიკა.
"ლუკაშენკო მთელ პლანეტას დასცინის. ყველგან მკაცრი ზომები მიიღეს, სპორტული ღონისძიებები გააუქმეს, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ ხალხი სახლში დარჩეს, ბელარუსი კი ქუჩებში დასეირნობ, ყველა სტადიონზეა, თავად ლუკაშენკო კი ჰოკეის თამაშობს.
უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირებული, შემდეგ ასეულობით იქნება, მერე ათასობით...
ასე არ შეიძლება ალეკსანდრ გრიგორის ძევ. ისე გამოდის, თითქოს მთელი პლანეტი სულელია და მხოლოდ თქვენ ბრძანდებით ჭკვიანი. ბოლოს და ბოლოს, დამშვიდდით,"- დაწერა ჟირინოვსკიმ საკუთარ "ტელეგრამ" გვერდზე.
მათი ჭკუით. თან ამათგან 32 კაცი ერთ კვირაში მოვარჩინეთო... ბატკას აქ ვიღაცეები კიდე ამართლებენ, ეკონომიკა კარგადააო