ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატი არ შეჩერდა. პირველად პროტესტი "ნემანის" გულშემტკივრებმა გამოთქვეს, რომლებმაც მატჩებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს და ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის შეჩერება მოსთხოვეს.
იმავეს გააკეთებენ ბრესტის "დინამოს" ქომაგები. მათ პანდემიისას გუნდის აქტიურ მხარდაჭერაზე უარი თქვეს.
"BWD რთულ ვირუსულ პერიოდში დროებით შეწყვეტს გუნდის აქტიურ მხარდაჭერას საშინაო და გასვლით მატჩებზე და ამ რთულ დროს ყველა ბრესტელს მოუწოდებს, გაუფრთხილდეს თავის და თავისი ახლობლების ჯანმრთელობას", - ნათქვამია ფანკლუბის განცხადებაში.
4 აპრილს, ჩემპიონატის მესამე ტურში "დინამო" "სლავიას" უმასპინძლებს.