ბელარუსული კლუბის პრეზიდენტი: ჩვენ არ გვჭირდება "რუსული მშვიდობა"

AutoSharing Option
ბელარუსული კლუბის, ბრესტის "დინამოს" პრეზიდენტმა ალეკსანდრ ზაიცევმა რუსეთის პრემიერლიგის დსთ-ს ქვეყნების გუნდებით გაზრდის იდეაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენს მეზობლებს, როგორც ეს ხშირად ხდება, არამარტო სპორტული მიზნები ამოძრავებთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თანამედროვე რუსული საზოგადოება ე.წ. რუსული მშვიდობის იდეით იკვებება.

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების კლუბების რუსეთის პრემიერლიგაში ჩართვის იდეაც მისი ნაწილია. მათთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩვენთვის - მავნებელი. მოდით, ჩვენი მშვიდობა ავაშენოთ", - ციტირებს ზაიცევს ბელარუსული "პრესბოლი".

რუსეთის ჩემპიონატის დსთ-ს ქვეყნების გუნდებით გაზრდის წინადადება მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა წამოაყენა და მის წინააღმდეგ
მინსკის "დინამოს" გულშემატკივრებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული