"ტოტენჰემის" ფორვარდი კორეის ჯარში გაიწვიეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" სამხრეთკორეელმა ფორვარდმა ჰენ მინ სონმა დიდი ბრიტანეთი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, სადაც ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს.

The Sun-ის ინფორმაციით, სონი უკვე კორეაში იმყოფება, თვის ბოლოს ნაციონალურ შეიარაღებულ ძალებში გაემგზავრება და 4-კვირიან წვრთნებს გაივლის.

იმ შემთხვევაში, თუ სეზონი მაისში განახლდა, სონს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. აქვე, წყარო აზუსტებს, რომ კორეელ ფეხბურთელს ტრავმა ხელს არ შეუშლის, რადგან თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა მამაკაცმა 28 წლამდე არმიაში სავალდებულო სამსახური უნდა მოიხადოს, რომელიც 21 თვე გრძელდება. 2018 წელს სონმა ნაკრებთან
ერთად აზიის თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვა, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალება იყო. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავს ჯარში წასვლა მაინც მოუწია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბემსახურები დამოუკიდებელ სამხრეთ კორეას :დდ
ნოდო
18:07 02-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული