"უბრალოდ მძ...რი ხართ" - ეტო'ო ფრანგმა პროფესორებმა გააბრაზეს

AutoSharing Option
კამერუნის ნაკრების, მილანის "ინტერის", "ბარსელონასა" და მახაჭყალის "ანჟის" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ ემოციურად გააკრიტიკა ფრანგი პროფესორები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის აფრიკაში გამოცდაზე საუბრობდნენ.

ერთ-ერთი ფრანგული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პროფესორმა ჟან პოლ მირამ, პარიზის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა და კამილ კოხმა, საფრანგეთის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა კორონავირუსის პანდემიის განხილვისას განაცხადეს, რომ COVID-19-ისაგან განკურნება ტუპერკულოზის ვაქცინით არის შესაძლებელი, თუმცა დააზუსტეს, რომ თავიდან ის აფრიკაში უნდა გამოსცადონ.

"უბრალოდ მძ...რი ხართ! აფრიკა თქვენი სათამაშო მოედანი არაა!" - დაწერა ეტო'ომ "ტვიტერის" საკუთარ
გვერდზე.

altსამუელ ეტო'ო: მეგონა, "ანჟი" პსჟ-სავით სუპერკლუბი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთერთი უძლიერესი ფეხბურთელი და მაგარი კაციც ყოფილა, უპოვა სახელი რუსების ერთ ადგილში მძრომიალე ფრანგ პროფესორს.
გოგა
18:20 03-04-2020
9
ევროპიდან ადვილი და მაგარია ხომ სამშობლოს (აფრიკის) სიყვარული? მძ----რი თავად ხარ
tsiko
16:45 03-04-2020
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული