კამერუნის ნაკრების, მილანის "ინტერის", "ბარსელონასა" და მახაჭყალის "ანჟის" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ ემოციურად გააკრიტიკა ფრანგი პროფესორები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის აფრიკაში გამოცდაზე საუბრობდნენ.
ერთ-ერთი ფრანგული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პროფესორმა ჟან პოლ მირამ, პარიზის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა და კამილ კოხმა, საფრანგეთის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა კორონავირუსის პანდემიის განხილვისას განაცხადეს, რომ COVID-19-ისაგან განკურნება ტუპერკულოზის ვაქცინით არის შესაძლებელი, თუმცა დააზუსტეს, რომ თავიდან ის აფრიკაში უნდა გამოსცადონ.
"უბრალოდ მძ...რი ხართ! აფრიკა თქვენი სათამაშო მოედანი არაა!" - დაწერა ეტო'ომ "ტვიტერის" საკუთარ
გვერდზე.
სამუელ ეტო'ო: მეგონა, "ანჟი" პსჟ-სავით სუპერკლუბი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა