რუსეთის ნაკრები გაქურდეს - წაღებულია ჩუსტები, 1 ბადე...

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა განცხადება გააკეთა ქურდობის შესახებ, რომლის თანახმადაც, საწყობიდან უცნობმა პირებმა რუსეთის ნაკრების ეკიპირება მოიპარეს.

"ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ძირითადი სავარჯიშო ტანსაცმელი მოიპარეს - ელასტიკური ტრუსები, მაისურები, შორტები, ჩუსტები და ბურთის 1 ბადე.

ყოველი მათგანი რამდენიმე ათეული იყო. ეროვნული ნაკრების ეკიპირებასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, ყველაფერს უზრუნველვყოფთ", - განაცხადეს რუსეთის ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეტყობა ვიღაც უვარჯიშებელი ლოთები იყვნენ, თორემ ნავარჯიშები ლოთები რუს-მონღოლ არმიიდან, უფრო სწორედ ურდოდან, უნიტაზებსაც გააყოლებდნენ, ჩაურეცხავს
llcl
15:36 03-04-2020
1
Unitazic mouparavt da ar amboben)))
Glaxo
16:15 03-04-2020
1

სიახლეები პოპულარული