სლუცკი: ქართველებმა ერთადერთი სიტყვა "ძმა" იციან - გუნდში ასე მიმართვა ავკრძალე

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "იუთუბის" არხ "კრასავაზე" ევგენი სავინთან ინტერვიუში თქვა, რომ სიტყვა "ძმა" გუნდში აკრძალა.

- შენ მართლა აჯარიმებ ხალხს სიტყვა "ძმის" წარმოთქმისთვის?
- მე ამის შესახებ გამოვუცხადე. უნივერსალური სიტყვაა - ყველანი შენი ძმები არიან: "ძმა, ძმა". ადამიანები საკუთარ სახეს კარგავენ, სახელს, გვარს, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მე ეს უსაზღვროდ მაცოფებს.

როდესაც სოლტმურად ბაკაევი პარტნიორს ძმას უწოდებს, მე ვეუბნები: "ზელიმხან, შენთან გადმოვიდა გუნდში? სადაური შენი ძმაა? დანჩენკო შენი ძმა როგორაა?"

მესმის, ეს სიტყვა "ძმა" ქართველებისგან აიღო. მე მათ რუსული ენა საერთოდ ჩამოვართვი.
ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის გამოთქმა შეუძლიათ. დიახ, მე მათ გამოვუცხადე, რომ სიტყვა "ძმა" ჩვენთან უკვე კანონგარეშეა".

შეგახსენებთ, ყაზანური გუნდის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე ვეთანხმები სლუცკის) დიდი სიამოვნებით ავკრძალავდი ჩვენს ნაკრებებში შემდეგ სიტყვებს: ბრატ,დავაი,ვსიო და ა.შ. განსაკუთრებით რაგბისტების ,,დავაი,,ფლეთს ნერვებს)
ბათუმის ფანი
02:15 11-04-2020
5
აგერ, დაუწერიათ სანეს, კავანის და ნოიერის ამბები, მაგრამ რაგინდ დაბალი კლასის რუსულ გუნდებში არ უნდა თამაშობდნენ, მე მაინც ქართველების ამბები უფრო მაინტერესებს. ისე, იცოცხლე, კარგი იქნებოდა გრანდებში რომ იყვნენ ჩვენი ბიჭები, მაგრამ რაც არის ეს არის.
აკადემიკოსი
02:01 11-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული