წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
აი რატომ მიყვარს და ვაფასებ ჯანო ანანიძეს მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვერ გამოავლინა თავის პოტენციალი და ზუსტად იგვე მიზეზით ყოველთვის მემახსოვრება მიშა ფოცხვერია. ეს ამ ბიჭის - წიტაიშვილის ბრალი ნაკლებად არის, წარმატებას უსურვებ წრფელი გულით. პრობლემა ის რომ მისმა მშობლებმა ვერ ჩაუნერგეს ბავშვს საქართველოს სიყვარული. მე ვერ წარმომიდგენია შვილმა გაზრდილმა პატრიოტი ადამიანების ოჯახში, როგორ უნდა თაქვას უარი სამშობლოს მსახურებაზე, მითუმეტეს ეს მისგან ძალიან დიდ მსხვერპლს არ მოითხოვს.
გიონატ
14 აპრილი 2020 13:11
3
კი ბატონო, უკრაინამ მეტი მოგცა და კარგია, ამას რომ აფასებ, ოღონდ "ქართველი ვარ, მაგრამ" რა შუაშია? გაგიკეთებია არჩევანი? – არ ხარ ჯერ მესი და შეირგე.
!
14 აპრილი 2020 12:27
0
Saqartwelo!
Gio
14 აპრილი 2020 11:51
0
დაანებეთ ბავშვს თავი, მამას უნდა მოეკითხოს ამისი ასეთი დამოკიდებულება, ხელებს რომ იფშვნეტს მილიონების მოლოდინში.
bs
14 აპრილი 2020 11:42
1
რა გინდათ ამ კაცთან. დედა უკრაინელი ჰყავს. იქაა გაზრდილი. რაზე უნდა ჩამოვიდეს ამ ჩამორჩენილ ქვეყანაში. თავი დაანებეთ. თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს უკვე.
გიორგი
14 აპრილი 2020 11:19
46
ქართველობა მოცემა წაღებაზე არ იყიდება შე უსირცხვილო , ეგ არის რომ 2 წიგნი არ წაგიკითხავს და ისტორიაც არ გეცოდინება ალბათ , ან რანაირი ქართველი ხარ როგორ ამბობ საერთოდ... უსირცხვილო კაცი
საქართველო
14 აპრილი 2020 10:27
7
ადამიანებო ნუ გაამტყუნებთ .. დაე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება ყველამ როგორსაც გონება და გული უკარნახებს.. ოღონდ მერე ნურც თვითონ დაიწყებს ბევრ საუბარს და გადაწყვეტილების გამართლებას.. ფაქტი არის ერთი “რიგითი ქართველი უცხო ლაშქარში” აჰა მიდი და გაამართლე ახლა ეს წინადადება.
მამაქალაქელი
14 აპრილი 2020 09:55
4
და რატომ ბეჭდავთ ავრცელებთ ამ ხახოლის ნააზრევს რომელიც არავის არ აინტერესებს
ადმინ არ დაბლოკო
ქართველი
14 აპრილი 2020 09:48
10
ყოჩაღ კლიმენტი, კარგი ბიჭი გაგიზრდია !!!
Esteban Granero
14 აპრილი 2020 09:34
1
კლიმენტიმაც მთელი ევროპა მოირბინა, სარგებელის ძებნაში და შვილიც ასე გაუზრდია.სამშობლო სიცოცხლეს გაძლევს,მამულს და შენ, კი არ უნდა იღებდე მისგან სარგებელს,არამედ შენ უნდა ასარგებლებდე მას."მას დედის ძუძუ ტკბილი,შხამადაც შერგებია,მამულისთვის სიკვდილი,ვისაც დაჰზარებია".სიკვდილს არავინ გთხოვს დალოცვილო,მისთვის ფეხბურთის თამაშიც რომ არ გემეტება,რაღა ამ ქვეყნის შვილი ხარ?შენისთანის დაკარგვით,ქვეყანა არაფერს ჰკარგავს.არა მგონია ასეთი აღზრდით,უკრაინას მაინც გამოადგეს სრულფასოვნად.წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ ამის სიტყვები შემდეგ,მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი გამიქრა.
სოსო
14 აპრილი 2020 10:06
2
ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ეს ვერც მოხვდებოდა!!
სეტერი
14 აპრილი 2020 08:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული