ამ ინფორმაციას "სანი" ავრცელებს - "ნიუკასლს" მალე ახალი ინვესტორი შეიძენს და გუნდს სერიოზულად გააძლიერებს.
გამოცემის მტკიცებით, კლუბის ახალი მფლობელი ამისათვის ფულს არ დაზოგავს და გუნდის მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა უნდა.
ალეგრის აგრეთვე პსჟ, "მანჩესტერი" და "არსენალი" იწვევენ. მასიმილიანო ბოლოს "იუვენტუსში" მუშაობდა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით, 2014-19 წლებში ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.
ცნობილი გახდა, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიყვანს "მოზურუელის" 28 წლის მეკარე მარკ გილესპის. მან ძირითად გოლკიპერ მარტინ დუბრავკას უნდა გაუწიოს კონკურენცია.
"იუვენტუსის" ფეხბურთელები სარის გადაყენებასა და ალეგრის დაბრუნებას ითხოვენ
სარიმ ალეგრის ხუმრობით უპასუხა: ტაქტიკა სისულელეა? მთავარია ეს მათ არ გაიგონ...
მასიმილიანო ალეგრი: იტალიაში ტაქტიკა და სქემები სისულელედ მიგვაჩნია, ფეხბურთი ხელოვნებაა
ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას მასიმილიანო ალეგრი
მასიმილიანო ალეგრი: ისე რა სამუშაო არ მინდა - ინგლისურს ვსწავლობ