ლოს-ანჯელესის მერი: სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც მაყურებლები დაესწრებიან, 2021 წლამდე არ იქნება

AutoSharing Option
ლოს-ანჯელესის მერი ერიკ გარსეტი აცხადებს, რომ სპორტული ღონისძიებები ქალაქში მინიმუმ შემდეგ წელს დაბრუნდება.

"მე ვფიქრობ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, ხალხის დასწრება აკრძალული იქნება. კარგი იქნება, თუ სპორტული ღონისძიებები განახლდება და ჩვენ მათ ტელევიზორის საშუალებით ვუყურებთ.

ქალაქში სპორტული ღონისძიებები იქამდე არ აღდგება, სანამ არ მოხდება ქალაქის ვაქცინაცია ან სანამ მოსახლეობა იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს კორონავირუსისადმი." -- მოჰყავს გარსეტის სიტყვები CNN-ის ჟურნალისტ ჯონ პასანტინოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული