Daily Mail-ის ცნობით, კომპანია Amazon-ი დაინტერესებულია "ტოტენჰემის" სტადიონის სახელის უფლების შესყიდვით. კლუბის პრეზიდენტი დანიელ ლევი რეკორდულად მაღალშემოსავლიანი შეთავაზებისთვის ემზადება და ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი კლუბს 286 მილიონ ევროს მოუტანს. სახელის უფლება 10 წლის ვადით იყიდება.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის გარდა, შეძენით დაინტერესებულია Nike.
შეგახსენებთ, ამჟამად Amazon-ი "ტოტენჰემზე" დოკუმენტურ ფილმს იღებს. კომპანიის ღირებულება 1.26 ტრილიონს შეადგენს.
ლუკას მოურა: რთული იქნება კეინის წასვლა, იმედია, დარჩება
მსოფლიოს სარეკორდო ფასად ჩრდილოეთისკენ - ჰარი კეინი "ტოტენჰემს" ტოვებს?